რატომ შევქმენი ბლოგი?
მინდა ჩემი გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო, ასევე გავიზიარებ სხვისას... მასწავლებლის პროეფესია ხომ მუდმივ განახლებას და თვითგანვითარებას მოითხოვს. ბლოგზე შეგიძლიათ ნახოთ ჩემ მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული აქტივობები.

ბლოგის მიზანია:
- პედაგოგებს შორის გამოცდილების გაზიარება.
- ჩემ მიერ განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით უკუკავშირის მიღება და გათვალისწინება.
- იმ აქტივობების გასაჯაროება, რასაც განვახორციელებ პედეგოგიური საქმიანობის მანძილზე.
- მოსწავლეების დაინტერესება ისტორიით.
დიდი ილიას უთქვამს: ,,ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ იწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა, დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა. წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავლისა.''
No comments:
Post a Comment